საბურთალომ ვარჯიში განაახლა

2.5 თვიანი პაუზის შემდეგ საბურთალომ ვარჯიში განაახლა. მოგეხსენებათ კორონავირუსის პანდემიის გამო, ქართულ კლუბებს სხვა ქვეყნების გუნდების მსგავსად ვირუსის გამო იძულებითი დასვენება მოუწიათ და თასის მოქმედი გამარჯვებულებიც მათ რიცხვში იყვნენ. 

 

საბურთალო დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე უკვე ემზადება, თუმცა ფეხბურთელები ჯერ ჯგუფებად არიან დაყოფილნი და ისე ვარჯიშობენ. აღსანიშნავია, რომ საწვრთნელ პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებია გათვალისწინებული.

 

საქართველოს ჩემპიონატში ჯერ მხოლოდ 2 ტური გაიმართა. პირველ შეხვედრაში დედაქალაქელებმა ჩიხურა 2:1 დაამარცხეს, მეორე ტურში კი მერანთან ნულოვანი ფრე ითამაშეს.

 

შეგახსენებთ, რომ საბურთალომ წელს ერთი ტიტული უკვე მოიგო. თემურ შალამბერიძის დამოძღვრილებმა სუპერთასზე თბილისის დინამო 1:0 დაამარცხეს. ერთადერთი შედეგიანი დარტყმა გიორგი კოხრეიძის ანგარიშზეა.  

 

ფოტო: საბურთალოს ფეისბუქ გვერდი