ახალი ისტორია ბებია იოსიპით

 

 

 

 

 

 

 

ბერგამოს ატალანტა თავის 113 წლიან ისტორიაში საუკეთესო სეზონს ატარებს. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი - 70 გოლი გაიტანა, ცხრილში მეოთხე ადგილზე დგას და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლასთანაც ახლოსაა. ამ ყველაფრის შემოქმედი ჯან პიერო გასპერინია, სპეციალისტი, რომელსაც თავისებური, ფილოსოფიური  მიდგომა აქვს ფეხბურთისადმი.

„მგლების ხროვა გინახავთ? გასახდელში მათი ფოტო მაქვს გამოფენილი. ზიგიერთი მგელი წინა რიგშია, ზოგი შუაში და ერთი უკან, - უთხრა გასპერინიმ The Guardian-ს, - წინა რიგში მყოფნი ტემპს არეგულირებენ, შუაში მყოფნი ყველაზე ძლიერები არიან, თავდასხმისას ისინი ყველას იცავენ. ბოლოში მყოფი უფროსია, ის უზრუნველყოფს სიტუაციას, რომ უკან არავინ დარჩეს, თავად კი ყველგან მოძრაობს და წინ დარჩენისას სხვებზეც ზრუნავს. სწორედ ეს ფილოსოფია მინდა ჩავუნერგო ჩემს ფეხბურთელებს.“

 

 

მაღალანაზღაურებადი ადამიანების ერთიანობა ძნელი მისაღწევია, მაგრამ გასპერინი ამას ახერხებს. კორონავირუსის დარტყმამდე ატალანტას 25 მატჩში 70 გოლი გაეტანა. სამჯერ მათ მეტოქეს 7 ბურთი გაუტანეს, ეს უდინეზესთან, ტორინოსთან და ლეჩესთან მოხდა. ხუთჯერ კი - მილანს და პარმას.

ისინი ძალიან ხალისიან ფეხბურთს თამაშობენ, რაც ქომაგს განსაკუთრებით უყვარს.

„ჩემი იდეა რომ უკეთ გაგაგებინოთ, ერთ ჩინურ ანდაზას გაგახსენებთ, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღიცხვამდეა ნათქვამი: დაცვა დაუმარცხებელს გვხდის, მაგრამ თუ გამარჯვება გსურთ, უნდა შეუტიოთ. ამას დავუმატოთ, რომ ყოვედღიურად უნდა დაიხვეწოთ, უკეთესები გახდეთ. თუ გაჩერდებით, აუცილებლად მუდმივ დამარცხებულებად გადაიქცევით.“

მისი ვარჯიშების სირთულეებზე ლეგენდები დადის, ერთხელ კრისტიან ვიერიმ თქვა: ვარჯიშისას გასპერინი განადგურებსო. თავად 62 წლის სპეციალისტი აგრძელებს: „ვარჯიშებზე ჩემი მოთამაშეები განუწყვეტლივ უნდა იბრძოდნენ. ისინი, ვინც ბევრს არ მუშაობს, მაშინებენ. მხოლოდ ბრძოლით მოდის გამარჯვებები. თუ წვრთნის დროს არ დარბიხარ, ვერ ირბენ თამაშის დროსაც.“

გასპერინის კიდევ ერთი განსაკუთრებული უნარი უცნობი და იაფი ფეხბურთელებისგან კარგი გუნდის ჩამოყალიბებაა. მაგალითად, ერთ-ერთი ლიდერი, 32 წლის თავდამსხმელი იოსიპ ილიჩიჩი 2016 წელს გადაიყვანეს ფიორენტინადან 5 მილიონ გირვანქად.

ასევე არიან ასტონ ვილას ყოფილი მეკარე პიერლუიჯი გოლინი, მოდლსბროს ყოფილი შუახაზელი მარტენ დე როონი და მარიო პაშალიჩი, რომელიც იჯარითაა ჩელსიდან წაყვანილი.

„ესენი ამჟამად კარიერაში საუკეთესო ფორმაში არიან. რა არის ამის საიდუმლო? - აგრძელებს გასპერინი - ის, რომ როცა ასაკში შედიხარ, ხვდები, რომ ბევრ მუშაობას შედეგი მოაქვს. წლებთან ერთად ძველებურად  ირჯები, მაგრამ გრძნობ, რომ არ იღლები. საფუძველი ჩაყრილია. ჩვენ არასოდეს გვქონია სოლიდური ბიუჯეტი, ამიტომ ისეთი მოთამაშეების შეძენას ვცდილობთ, რომლებიც ფილოსოფიურად ახლოს არიან ჩვენთან, გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ და მზად არიან ბევრი იმუშაონ.

 

Atalanta 2 Fiorentina 1 (5-4 agg): Gasperini's men through to ...

 

მაგალითად, ილიჩიჩი. მას „ბებია იოსიპს“ ვეძახდით. მაგრამ აზროვნება შეიცვალა, მუყაითად ამუშავდა და შედეგიც მიიღო. დღეს მას აღარავინ ეძახის „ბებიას“ დღეს მისი თიკუნი „პროფესორია.“ ხუთი გოლი მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაში ხუმრობა ხომ არ არის.

მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ფაქტორიც. ვცდილობთ, მეტი და მეტი ჭაბუკი შევაჩვიოთ დიდს ფეხბურთს. შედეგიც გვაქვს.

მჯერა ჩემი იდეების და მწამს, რომ დიდ წარმატებებს მივაღწევთ. ატალანტას ახალი ისტორია მხოლოდ იწყება.“