ბალოტელი არჩევანის წინაშეა

იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლა სკირას თქმით, მარიო ბალოტელი ზაფხულში ბრეშას დატოვებს. სკირასვე ცნობით, მარიოთი ორი გუნდია დაინტერესებული და ორივე მათგანი ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. საუბარია თურქულ გალათასარაიზე და ბრაზილიურ ვასკო და გამაზე. 

 

სერია ა-ს 26 ტურის შემდეგ ბრეშას 16 ქულა აქვს, ბოლო ადგილზეა და ცალი ფეხით სერია ბ-შია. რაც შეეხება ბალოტელის, იგი გუნდს შარშან ზაფხულში მარსელიდან შეუერთდა. ბრეშას მაისურით მარიომ 19 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. 

 

ბალოტელიმ კარიერა ინტერში დაიწყო. შემდეგ იყო სიტი, მილანი, ლივერპული, ნიცა, მარსელი და ბოლოს როგორც გითხარით ბრეშა. 29 წლის ფორვარდს ისეთი ტიტულები მოუგია როგორებიცაა ჩემპიონთა ლიგა, სერია ა და პრემიერლიგა.