სამი ქართველი კანდიდატია

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი პანდემიის გამო შეწყდა. თუმცა, ფრანგული სპორტული პორტალი dicodusport.fr ელიტური, პირველი დივიზიონის 2019-2020 წლების სეზონის საუკეთესო თხუთმეტეულის გამოსავლენად გულშემატკივართა შორის გამოკითხვას მაინც აწარმოებს.

 

სასიხარულოა, რომ ნომინანტთა შორის სამი ქართველი მორაგბეა. მარცხენა ბურჯის პოზიციაზე საუკეთესოს წოდებისთვის მონპელიეს პირველი ნომერი მიხეილ ნარიაშვილი და აჟენის ქართველი მორკინალი გიორგი თეთრაშვილი იბრძვიან. ხოლო მარჯვენა ბურჯად, საუკეთესოთა შორის კლერმონის ლეგენდარული პირველხაზელი დავით ზირაქაშვილია. მან ახლახან კარიერის დაასრულებასთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება

 

ქომაგებს ხმის მიცემა ამ საიტზე შეუძლიათ  https://dicodusport.fr/blog/top-14-composez-xv-type-saison-2019-2020/#avants