სანვულვზი ავსტრალიურ ტირნირზე ვერ ითამაშებს

საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭის, ჯაბა ბრეგვაძის იაპონური სანვულვზი, რომელმაც წლეულს ზე რაგბიში ბოლო სეზონი გამართა, ავსტრალიის რაგბის კავშირის მიერ დაანოსებულ ახალ ტურნირში აპირებდა მონაწილეობას, სადაც ავსტრალიური ფრანჩაიზებს, ბრამბიზს, ვორათაზს, რედსს, მელბურნ რებლზს და ვესტერნ ფორსს უნდა ეთამაშა.

 

როგორც გაირკვა, ლოჯისტიკური პრობლემების გამო სანვულვზი ამ შეჯიბრებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. პანდემია დროში გაიწელა და უცნობია იაპონია საზღვრებს როდის გახსნის. შეჯიბრება კი, სავარაუდოდ ივლისის დასაწყისში აიღებს სტარტს.