პიტერ სტეფ დუ ტოი სტორმერზში რჩება

სამხრეთაფრიკული მედია გადაჭრით ამტკიცებდა, რომ 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მორაგბედ დასახელებული ბოკეს მესამეხაზელი პიტერ სტეფ დუ ტოი ფრანგულ მონპელიეში აპირებდა გადასვლას. თუმცა, მან გადაწყვიტა ისევ კეიპთაუნის სოტრმერზში განაგრძოს კარიერა და თანაც, ხელფასის 40 პროცენტით შემცირებასაც დათანხმდა. არადა, მონპელიე წელიწადში 1,2 მილიონ ევროს სთავაზობდა

 

"პიტერ სტეფ დუ ტოი ჩვენთან რჩება. ის სტორმერზის ერთგული მოთამაშეა და მასთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები გვაქვს." - თქვა ვესტერ პროვანსის რაგბის დირექტორთა საბჭოს წევრმა ანდრე ფან დერ ვეენმა.

 

ბოკეს მესამეხაზელი ამჟამად ტრავმირებულია და მკურნალობს. ის სტორმერზში მომავალი სეზონის ბოლოლმდე დარჩება, ისევე როგორც ამ გუნდში მოთამაშე კიდევ შვიდი მსოფლიოს თასის მფლობელი მორაგბე.