ხამესისთვის ბრძოლაში არსენალიც ჩაერთო

ლონდონელებს კოლუმბიელი ვარსკვლავისთვის ფული არ ენანებათ

ლონდონის არსენალი სატრანსფერო ფანჯრისას ხამეს როდრიგესის გადაბირებას შეეცდება. ამის შესახებ The Mirror-ში ვკითხულობთ. კოლუმბიელი შემტევი რეალიდან ბაიერნში 2 წლიანი იჯარითაა გადასული და მიუნხენელებთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება.

 

ბრიტანული წყარო გვამცნობს, რომ ლონდონელები მზად არიან რეალის მესვეურებს 63 მილიონი ფუნტი შესთავაზონ. რაც შეეხება თავად ხამესის პოზიციას, მას ბაიერნის დატოვება და კარიერის სხვა გუნდში გაგრძელება სურს. ამ სეზონში სამხრეთ ამერიკელმა 11 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

 

ცნობისთვის, ხამესისადმი ინტერესს პსჟ, იუვენტუსი და ლივერპულიც იჩენენ.




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.