ტოკიოში ოლიმპიური თამაშები უმაყურებლებოდ არ ჩატარდება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა განაცხადა, რომ 2021 წელს ტოკიოში ოლიმპიური თამაშების ჩატარება უმაყურებლებოდ არ განიხილება.

 

შეგახსენებთ, რომ მარტის ბოლოს მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა, რის გამოც ტოკიოში გასამართი ოლიმპიური თამაშები გადაიდო. ის 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით უნდა ჩატარდეს.

 

"ოლიმპიური თამაშები უმაყურებლებოდ? ეს ის არაა, რაც ჩვენ გვინდა. მისი სული გულშემატკივრების ერთობაში მდგომარეობს. ზუსტად ამიტომაცაა ოლიმპიადა უნიკალური მოვლენა – მთელი მსოფლიოდან ადამიანები ერთად იყრიან თავს. ჩვენ გულშემატკივრები უნდა გავაერთიანოთ“ - თქბა  BBC-სთან საუბრისას ტომას ბახმა