სტამისთვის ამერიკა გაიღო

როტერდამის ფეიენოორდის ექს-მწვრთნელი იაპ სტამი MLS-ის ცინცინატის გაწვრთნის.

სტამის თანაშემწე კვლაივ საიდ ბაკატი იქნება, რომელიც მასთან ფეიენოორდში მუშაობდა. მართალია, სტამის წასვლის შემდეგ ბაკატი კლუბში დარჩა და დიკ ადვოკაატს ეხმარებოდა, მაგრამ კლუბმა ამერიკაში წასვლის ნება მისცა.

კორონავირუსის პანდემიის გამო MLS-ის სეზონიც შეჩერებულია. პაუზამდე ამერიკულმა კლუბებმა მხოლოდ 2 ტურის გამართვა მოასწრეს. აი, განახლებაზე კი კონკრეტული არაფერი ისმის.

სტამისთვის ეს მეოთხე კლუბი იქნება – ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ფეიენოორდის გარდა, ასევე ნიდერლანდურ ზვოლეში და ინგლისურ რედინგში მუშაობდა.