გელა აფრასიძე მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია

ფრანგულმა ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა მიდი ოლიმპიკმა ცხრა ნომრებს შორის მსოფლიოს მომავალი ხუთი ვარსკვლავი დაასახელა და მკითხველებს მათ შორის უკეთესის გამოსავლენად გამოკითხვა შესთავაზა.

 

სასიხარულოა, რომ  ხუთეულში საქართველოს ნაკრებისა და მონპელიეს ცხრა ნომერი გელა აფრასიძე მოხვდა. მის გარდა მსოფლიო რაგბის ამომავალი ვარსკვლავებუ არიან: ბენ ვაითი (ინგლისი), ტეიტ მაკდერმორტი (ავსტრალია), კრეიფ კეისი (ირლანდია) და ჯიმი დობი (შოტლანდია).

 

აი, რას წერს მიდი ოლიმპიკი გელა აფრასიძეზე.

 

"თუ მსოფლიოს სარაგბო საზოგადოებამ  ის წლევანდელ სეზონში გაიცნო, მონპელიესა და საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებმა, მისი პოტენციალის შესახებ უკვე რამდენიმე წელია იციან მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატიდან.

 

აფრასიძე პირველად  2016 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამოჩნდა.  ხოლო მომდევნო ორ ტურნირზე, შეჯიბრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე იყო. ის ამ დროს  უკვე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა და რაგბი ევროპის ჩემპიონატზე კონკურენციას უწევდა გამოცდილ ქართველ მორაგბეებს. მან გასულ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა მსოფლიო თასზე, სადაც სათამაშო დროს ბრიველ ვასილ ლობჟანიძესთან იყოფდა.

 

გელა აფრასიძე არაპროგნოზირებადი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია გახდეს კაშკაშა ვარსკვლავი. ანტუან დუპონის მსგავსად, მოკრძალებული ფიზიკური მონაცმები აქვს (175 სმ, 170 კგ), თუმცა საკმაოდ მრავალწახნაგოვანი მოთამაშეა. მონპელიე არ შემცდარა, როდესაც 2017 წელს აფრასიძე დაიმატა. მან წლევანდელ, მოკლე სეზონში ( 3 მატჩი ჩაატარა ტოპ 14-ში, რაც მისი მომავლისთვის მხოლოდ კარგს ნიშნავს."

 

 

ხმის მისაცემად გადადით ბმულზე:

https://www.rugbyrama.fr/rugby/aprasidze-mcdermott-casey.-qui-sera-le-demi-de-melee-international-de-demain_sto7754543/story.shtml