ტოკიოს ოლიმპიადა შესაძლოა გაუქმდეს

"არავინ იცის როგორი იქნება მსოფლიო ერთი წლის, თუნდაც ერთი თვის შემდეგ. ამიტომ, გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ექსპერტებთან და სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ"  - თქვა BBC- სთან საუბარში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ტომას ბახმა.

 

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო წლეულს გასამართი ოლიმპიური თამაშები გადაიტანეს და ის 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე ტოკიოში უნდა ჩატარდეს. თუმცა, გამორიცხული არ არის ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს და ტოკიოს ოლიმპიადა გაუქმებულად გამოცხადდეს. ორგანიზატორება უკვე განაცხადეს, რომ გეგმა B არ არსებობს. თუ თამაშები არ გაიმართება, ის უნდა გაუქმდეს.

 

"არ შეიძლება მუდმივად გყავდეს დაქირავებული ხუთი ათასამდე თანამშრომელი საორგანიზაციო კომიტეტში. არ შეიძლება სპორტსმენები მუდმივად იყვნენ გაირკვევლობაში. ოლიმპიადის გადატანის გამო დამატებითი ხარჯები 6 მილიარდ დოლარამადეა. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი,  800 მილიონი დოლარი გამოყო იაპონიისთვის დასახმარებლად."  - დასძინა ტომას ბახმა.

 

მოვლენები ისე ვითარდება, რომ გამორიცხული არ არის ტოკიოს ოლიმპიადა საერთოდ არ ჩატარდეს.