თან ლეიკემია, თან ვარჯიში (+ფოტო)

იმ დროს, როცა ბევრი მწვრთნელი ვარჯიშების განახლების წინააღმდეგია, ლეიკემიით დაავადებული სინიშა მიხაილოვიჩი პირიქით: ბოლონიას ხომ ავარჯიშებს და თავადაც აქტიურად მონაწილეობს წვრთნაში: სირბილი, კვადრატები...

 

ამ ფაქტმა ბოლონიას ფანები გაახარა. 51 წლის სერბ სპეციალისტს ლეიკემია შარშან დაუდგინეს, თვეების განმავლობაში მკურნალობდა, ქიმიოთერაპიებს იკეთებდა და საავადმყოფოდან იძლეოდა მითითებებს. ახლა კი, 6 მაისიდან დარბის და აი, გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

 

როცა შენი საქმე სიგიჟემდე გიყვარს...