ნუ ზეიმობ, პეპ!

ჟოზე მოურინიომ 2010 წლის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩი გაიხსენა: ბარსელონა-ინტერი 1:0, თუმცა ჟოზეს ინტერი მაინც გავიდა ფინალში, რადგან შინ 3:1 ჰქონდა მოგებული. იტალიელთა საყრდენი ტიაგო მოტა პირველივე ტაიმში გააძევეს, მაგრამ ბარსამ მაინც ვერ შესძლო ჰანდიკაპით გამარჯვება.

 

მოურინიო: „როცა სერხიო ბუსკეტსი წაიქცა და თითქოს უგონოდ იყო, მე ვიდექი ჩვენი და ბარსელონას სათადარიგოთა სკამებს შორის. გავხედე და დავინახე, როგორ ზეიმობდნენ ბარსელონელები, გეგონებოდათ, უკვე მოიგესო. გვარდიოლამ იბრაჰიმოვიჩს დაუძახა და ტაქტიკაზე დაუწყო საუბარი. ტაქტიკაზე, როცა თერთმეტი ათზე თამაშობ.  

 

...გვარდიოლასთან მივედი და ვუუთხარი: „ნუ ზეიმობ, პეპ! თამაში არ დამთავრებულა“.

 

...ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დღე იყო“.