ბარსელონამ გრიზმანი სიიდან ამოიღო

კატალონიის ბარსელონა ანტუან გრიზმანს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას აღარ გაყიდის. ამის შესახებ Mundo Deportivo იუწყება. 

 

მოგეხსენებათ ესპანური გრანდი რამდენიმე ფეხბურთელის გასხვისებას აპირებს და მათ სიაში გუნდის მე-7 ნომერიც იყო, თუმცა როგორც ხედავთ ბარსას მესვეურებმა გრიზმანთან დაკავშირებით აზრი შეიცვალეს. 

 

რაც შეეხებათ სავარაუდო წამსვლელებს, ბლაუგრანას შეფები სამუელ უმტიტის და ივან რაკიტიჩის გაყიდვაზე ფიქრობენ. აღსანიშნავია, რომ მსურველები არცერთ მათგანს არ აკლია. 

 

გრიზმანი ბარსელონაში 2019 წლის ზაფხულში ატლეტიკოდან გადავიდა. ესპანური გრანდის მაისურით მან 37 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.