თქვენ დედებს...

და, სტანდარტული გაგრძელება.

ეს იყო პატრიკ იუინგის კალათბურთი.

თუ დევიდ რობინსონი არტისტული ათლეტურობით გეფერებოდა და ჰაკიმ ოლაჯუონის გემრიელი მოძრაობების თაიგულით გკლავდა, იუინგი იყო გამოწვევა, ხმა და მუშტი.

ის ნიუ იორკიც პატრიკ იუნგის გუნდი იყო. ჩარლზ ოუკლი, ენტონი მეისონი, ჯონ სტარქსი, ჩარლზ სმიტი, სხვები. და, მედისონ სკვერ გარდენი იუინგს ეკუთვნოდა.

იუინგი ვერ გახდა ჩემპიონი. ვერ გახდებოდა. ჩიკაგო კლავდა ნიუ იორკს და როდესაც ნიქსმა გააჩერა უჯორდანო ბულზი, ფინალში პატს ელეგანტური ჰაკიმი დახვდა.

პატმა ვერ მოიგო, მაგრამ იუინგი იყო მიმწოლი, მთქმელი, დაუნდობელი და ამავე დროს, დამთმობი დიდი ბიჭი, რომელიც სისხლამდე ასკდებოდა ყველას.

ნიუ იორკისთვის.

მხოლოდ და მხოლოდ ნიუ იორკისთვის.

როდესაც ალონზო მურნინგმა პატს წარბი გაუხეთქა, იუინგს სახეზე ღიმილი ჰქონდა. ტკივილი საბოლოო ანგარიშმა გადაფარა. ნიქსმა მოიგო და ერთი ჭრილობა იუინგისთვის უმნიშვნელო ნაკაწრი იყო.

მან ვერ მოიგო ფინალი და ის მაინც ძალიან დიდია.

ხვალ, NBA TOP 50 წარმოგიდგენთ პატრიკ იუინგს, რომლის კალათბურთი იყო აგრესია და ის გამოხედვა - მე თქვენ დედებს...

და, სტანდარტული გაგრძელება.