ლა ლიგა გვიახლოვდება

ესპანური მედიის ინფორმაციით, ლა ლიგა 12 ივნისს განახლდება. ცნობილია, რომ კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეული პაუზის შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატში პირველი მატჩი სევილიასა და ბეტისს შორის გაიმართება. 

 

კორონავირუსის გამო ლა ლიგა მარტში დროებით შეწყდა. მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო ჩემპიონატს ბარსელონა 58 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე 56 ქულიანი რეალია, მესამე პოზიციას 47 ქულით სევილია იკავებს, მეოთხე ადგილზე კი სოსიედადია, რომელმაც 46 ქულას მოუყარა თავი. 

 

შეგახსენებთ, რომ ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატიდან ჯერჯერობით მხოლოდ ბუნდესლიგაა განახლებული, რომელსაც 58 ქულით ბაიერნი ლიდერობს.