ვაისი და ახალი კონტრაქტი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმირ ვაისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა: სლოვაკი სპეციალისტი 2020 წლის ბოლომდე იმუშავებს საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად. ვაისთან ხელშეკრულების ვადა მარტის ბოლოს ამოიწურა და აი, ახალი გაფორმდა.

 

როგორც იცით, ევრო-2020-ზე გასასვლელი ფლეი-ოფის მატჩები მარტის ბოლოს უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო მინიმუმ შემოდგომისთვის გადაიდო.

 

ვაისი 2016 წლის გაზაფხულიდან მუშაობს საქართველოს ნაკრებში. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ერთა ლიგის დ ჯგუფი დამაჯერებლად მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძვის.