დიდი ტრანსფერით ჩამოშლილი გუნდები...

ბევრი ფულის დახარჯვა წარმატებული თამაშის გარანტია არასდროს არის, კლუბები კი ხშირად ცდილობენ წარმატებას მყისიერად მიაღწიონ. 

 

განვიხილოთ ისეთი ტრანსფერები, რომელთა დანაკლისის შევსება გუნდებმა ბევრი ფულითაც ვერ მოახერხეს. 

 

ფიგუ - ბარსელონადან რეალში

 

 

2000 წელს ფიგუ ბარსელონადან რეალში გადავიდა. 

 

კატალონიელებმა ამ ფულით ოთხი ფეხბურთელი მიიყვანეს, მათ შორის იყვნენ - ემანუელ პეტი და მარკ ოვერმარსი

 

ამ ტრანსფერებიდან არც ერთმა გაამართლა, ბარსამ კი ლა ლიგის მოგება 2004 წლამდე ვეღარ მოახერხა. 

 

ნეიმარი - ბარსელონადან  პსჟ-ში

 


 

ბრაზილიელი ფეხბურთელი პარიზელებს 222 მილიონი ევრო დაუჯდათ. მიღებული თანხით კატალონიელებმა ფილიპე კოუტინიო (145 მილიონი ევრო) და უსმან დემბელე (125 მილიონი ევრო) შეიძინეს. 

 

შედარებით ნაკლები ხარჯი პაულიონიოს (40 მილიონი ევრო), ნელსონ სემედოსა (35.7 მილიონი ევრო) და ხერარდ დეოლოფეუს (12 მილიონი ევრო) დამატება იყო. 

 

ამჟამად კოუტინიო ბაიერნში იჯარით თამაშობს, დემბელემ კი თავი, ძირითადად, ტრავმებით დაგვამახსოვრა. 

 

ლუის სუარესი - ლივერპულიდან ბარსაში

 

სანამ იურგენ კლოპი ლივერპულში მივიდოდა, მერსისაიდელებს მძიმე გზის გავლა მოუწიათ. 

 

მიღებული 81 მილიონით, ენფილდზე სათამაშოდ ადამ ლალანა, დეიან ლოვრენი, ლაზარ მარკოვიჩი და მარიო ბალოტელი გადავიდნენ. 

 

შედეგი? - 0

 

ბეილი - ტოტენჰემიდან რეალში

 

 

ბეილში აღებული 90 მილიონით ტოტენჰემმა რობერტო სოლდადო და ერიკ ლამელა შეიძინა. მათ გულშემატკივრებისთვის თავი არაფრით დაუმახსოვრებიათ.

 

მბაპე - მონაკოდან პსჟ-ში

 


 

მბაპეს, ტომას ლემარისა და ფაბინიოს დაკარგვა პრობლემა ყველა კლუბისთვის იქნებოდა. 

 

მონაკომ ამ ფეხბურთელებით 330 მილიონი გამოიმუშავა, შემდეგ კი ჯერ ალკსანდრ გოლოვინი, მერე ვისამ ბენ იედერი და გელსონ მარტინსი შეიძინეს. 

 

შედეგი? - ამის შემდეგ მხოლოდ იმას ცდილობენ, როგორმე არ გავარდნენ...

 

კრისტიან ვიერი - ატლეტიკოდან ლაციოში...

 

 

1998 წელს, 28 მილიონ ევროდ, კრისტიან ვიერი ლაციოში გადავიდა.

 

შემდეგი სეზონი ათლეტებმა მეცამეტე ადგილზე დაასრულეს...