მწვრთნელის გოლი ბოლო წუთებზე (+video)

სახალისო ამბავი დანიაში: კოპენჰაგენი ოდენსეს ხვდებოდა ამხანაგურ მატჩში. 10 წუთი რჩებოდა, როცა კოპენჰაგენი 2:1-ს იგებდა, ამ დროს კი ოდენსეს სათადარიგოებში აღარავინ ჰყავდა და მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ჰენრიკ ჰანსენი შევიდა მინდორზე. მხოლოდ შევიდა?.. ჰანსენმა 86-ე წუთზე გოლი გაიტანა და თამაში 2:2 დასრულდა. 

 

თან გოლიც მშვენიერი იყო. კლასიანი.

 

საინტერესოა, რომ ჰენრიკ ჰანსენი 40 წლისაა და 5 წლის წინ დაასრულა კარიერა.