რუგანი: ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი იყო

ტურინის იუვენტუსის მცველი დანიელე რუგანი ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც კორონავირუსი აღმოუჩინეს. ამ თემაზე იტალიელმა ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა.

 

"ახლა თავს მშვენივრად ვგრძნობ, თუმცა რამდენიმე თვის წინ უცნაურად ვიყავი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ყველაფერი კარგად დასრულდა. ყველა ექიმს და ექთანს დიდ მადლობას ვუხდი, ვინც ჩემს გამოჯანმრთელებაში წვლილი შეიტანა.

 

როცა გავიგე, რომ დაინფიცირებული ვიყავი, ძალიან შემეშინდა, რადგან ფეხმძიმე შეყვარებულთან მქონდა კონტაქტი და არ მინდოდა მასაც მსგავსი პრობლემა ჰქონოდა. მთელი ამ დროის მანძილზე ერთმანეთს გვერდში ვედექით, რაც ძალიან დამეხმარა. როცა ტესტის პასუხი გავიგე, უმალ გადავწყიტე, რომ იზოლაციაში ვყოფილიყავი. ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი იყო.

 

ვუყურებ ბუნდესლიგას და ძალიან უცნაურია როგორ ეკონტაქტებიან ფეხბურთელები ერთმანეთს თამაშისას. მიუხედავად ამისა ვთვლი, რომ ეს ყველაფერი სწორი და ძალიან საჭიროა."-თქვა იტალიელმა. 

 

შეგახსენებთ, რომ რუგანის კორონავირუსი 2 თვეზე მეტი ხნის წინ აღმოუჩინეს და ამჟამად თავს კარგად გრძნობს.