ესპანეთში ნებართვა გაიცა

როგორც უკვე მოგახსენეთ, ლა ლიგის განახლებას 12 ივნისისთვის გეგმავენ. ყველაფრის საბოლოოდ გადასაწყვეტად ესპანური ფეხბურთის მესვეურებს მხოლოდ მთავრობის ნებართვაღა სჭირდებოდათ. 

 

ბოლო ინფორმაციით, ესპანეთის მთვრობამ გუნდებს ჩემპიონატის განახლების უფლება 8 ივნისიდან მისცა. მოგეხსენებათ, კორონავირუსის გამო ლა ლიგა 27 ტურის შემდეგ შეწყვეტილია და გუნდებს 2.5 თვიანი იძულებითი პაუზა გამოუვიდათ. გეტყვით იმასაც, რომ  მატჩები გულშემატკივართა დასწრების გარეშე ჩატარდება.

 

მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო ჩემპიონატს ბარსელონა 58 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე 56 ქულიანი რეალია, მესამე პოზიციას 47 ქულით სევილია იკავებს, მეოთხე ადგილზე კი სოსიედადია, რომელმაც 46 ქულას მოუყარა თავი.