დერიუგინი იყო ყველაფერი

ალექსანდრ ბელოსტენი, ვლადიმირ ტკაჩენკო და, მოგვიანებით, არვიდას საბონისი. თბილისში სხვა კარგი ცენტრიც ჩამოსულა, მაგრამ ჩემი თაობის გულშემატკივრებისთვის, ალბათ, მაინც ეს სამი ყველაზე დასამახსოვრებელი, მთქმელი მაღალი იყო.

და, დინამო თბილისში საკუთარი ცენტრით, საკუთარი ცბიერი მეხუთე ნომრით იდგა.

ჩვენ გვყავდა ნიკოლოზ დერიუგინი.

 

No description available.

 

ბელოსტენის და ტკაჩენკოს კოლია ჭკუით, უნარებით და ცენტრისთვის ძალიან კარგი კოორდინაციით უსრულებდა. ალბათ, დერიუგინი ყველა დაპირსიპირებას ვერ იგებდა, მაგრამ ლეგენდა ამბობს, რომ მეტწილად, კოლია გამარჯვებული რჩებოდა. დინამოს რომც წაეგო (და, ტკაჩენკოს ცსკა ჟალგირისის გარდა ყველას სტაბილურად უგებდა), კოლია თავის საქმეს აკეთებდა.

უკვე დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის აზრზე მოსვლის შემდეგ, დერიუგინი მთლიანად ჩვენი გახდა. ყველანაირი გასვლების გარეშე. თბილისის სპორტის სასახლე ან ვერის ბაღი დერიუგინის ნიჭის მასპინძელი იყო.

და, კოლიაზე დადიოდნენ. დიახ, პირადად მის სანახავად დარბაზში ძალიან ბევრი ადამიანი იკრიბებოდა. დერიუგინმა ეს დაიმსახურა.

მახსოვს მისი კარიერის ბოლო აკორდები სდასუ-ში, სადაც მისი თანაგუნდელები იყვნენ გია სანაძე და ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი. ვეტერანების საინტერესო გუნდი, რომელიც ალამაზებდა ეროვნულ ჩემპიონატს.

დერიუგინმა ქართულ კალათბურთს დიდი ეპოქა აჩუქა.

და, ზაზა ფაჩულიას გამოჩენამდე, დერიუგინი ამაყად იდგა ქართულ საკალათბურთო პანთეონში საუკეთესო ცენტრის პოზიციაზე.

 

No description available.

 

საბონისთან რთული იყო და, ამას დერიუგინიც ამბობს. საბასი ეგრევე საუკეთესო გახდა. ის იგებდა ყველგან - კაუნასში, მოსკოვში, რიგაში, მინსკში, თბილისში, დევიდ რობინსონთან, იუგოსლავიის უძლიერეს გუდნთან. საბონისი იყო ლეგენდა და, დანარჩენებს კოლია უგვარებდა.

ზაზა ცაგარეიშვილი (საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი): დერიუგინთან ერთად თბილისის თბილისში ძალიან კარგი სეზონი გავატარე. მშვენიერი გუნდი გვყავდა, სადაც ასევე იდგნენ გია სანაძე, პაატა გურასპაული, ბევრი სხვა ძლიერი მოთამაშე. ყველამ ვიცოდით, რომ კოლია მარტო თამაშობდა. შეეძლო, ცსკა-ს წინააღმდეგ 50 ქულა აეღო...თავისუფლად შეეძლო. და, აქ, თბილისში დერიუგინმა დაიწყო გუნდზე თამაში და ამას იმდენად ლამაზად, აკადემიურად აკეთებდა, რომ თბილისი ბევრს იგებდა. სამწუხაროდ, ფინალში 1:2 წავაგეთ ვითასთან, რომელსაც უკვე მაშინ ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავდა. კოლიასთან ერთად გატარებულ პერიოდს მხოლოდ სიამოვნებით ვიხსენებ.

 

კოლია იყო ჩვენი ლეგენდა.

არის. ყოველთვის დარჩება.

დერიუგინი უკვდავია. დერიუგინი იყო ყველაფერი.