იბრაჰიმოვიჩი იოლად გამოძვრა

25 მაისს მილანის ვარჯიშზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტრავმა მიიღო და საწვრთნელი პროცესის დროზე ადრე დასრულება მოუწია. თავიდან ფიქრობდნენ, რომ შვედის დაზიანება სერიოზული იყო, თუმცა შემდეგ იბრამ გამოკვლევა ჩაიტარა და დადგინდა, რომ ტრავმას მალე მოირჩენს. ამის სესახებ ინფორმაცია მილანის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.

 

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ შვედ ფორვარდს აქილევსის მყესი აქვს დაზიანებული. ისიც ცნობილია, რომ იბრაჰიმოვიჩი 10 დღეში კიდევ ერთ გამოკვლევას ჩაიტარებს და სავარაუდოდ მალე გააგრძელებს გუნდთან ერთად ვარჯიშს. 

 

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი მილანში მიმდინარე წლის იანვარში დაბრუნდა. როსონერის რიგებში ზლატანმა 10 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა, მანამდე კი იტალიელთა ღირსებას 2010-12 წლებში იცავდა და მილანელებთნ ერთად სერია ა მოიგო.