ვენგერს სამუნდიალოდ იწვევენ

ფრანგ სპეციალისტს ნაკრების ჩაბარებას უწინასწარმეტყველებენ 

გასული სეზონის ბოლოს, არსენ ვენგერმა არსენალში 22 წლიანი მუშაობა დაასრულა და გუნდი დატოვა. იგი ამჟამად უმუშევარია და ჯერ-ჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას.

 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოცდილმა სპეციალისტმა შესაძლოა ყატარის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს. ამის შესახებ ინფორმაციას France Football-ი ავრცელებს. მოგეხსენებათ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი სწორედ ყატარში ჩატარდება და ფრანგი სპეციალისტი აღნიშნული ტურნისთვის კარგად მოსამზადებლად სჭირდებათ.

 

ყატარელებს ამჟამად ესპანელი ფელიქს სანჩესი თავკაცობს. სანჩესი გუნდს 2007 წლიდან ხელმძღვანელობს და პარალელურად იგი ახალგაზრდულ ნაკრებებშიც მუშაობს.

 




მატჩის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინი საპატიო წრეს ურტყამდა და მაყურებელს ესალმებოდა, რა დროსაც ყინულზე დაგებულ წითელ ხალიჩას ფეხი წამოკრა და თავქვე დაემხო.