ჯონ ჯონსი: ეს სულელი ბავშვები ჩვენს ქალაქს რატომ ანგრევენ?

MMA-ის ისტორიაში ერთ-ერთმა უდიდესმა მებრძოლმა, ჯონ ჯონსმა ამერიკაში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. მოგეხსენებათ, პოლიციელის მხრიდან ძალის გადამეტებას ახალგაზრდა აფრო-ამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება გამოიწვია, ამერიკაში მასობრივი დაუმორჩილებლობა მოჰყვა, აქტივისტები ქუჩებში მაღაზიებსა და მანქანებს ანადგურებენ

 

"ამ ნაგავს [რაც ამერიკაში ხდება] ჯორჯ ფლოიდთან რამე საერთო აქვს? ეს სულელი ტინეიჯერები ჩვენს ქალაქს რატომ ანადგურებენ?

 

დამიჯერეთ, როგორც ახალგაზრდა აფრო-ამერიკელს, ამ ამბავმა მეც შემძრა, თუმცა [ქალაქის დარბევა] გამოსავალი არ არის. ისედაც ცუდი სიტუაცია უარესობისკენ მიგვყავს. 

 

ზრდასრული ხალხი ოჯახის წევრებს უნდა დაელაპარაკონ და დღესვე სახლში დააბრუნონ," - დაწერა ჯონ ჯონსმა