თორნიკე შენგელია და ცსკა არ გამოვა

თორნიკე შენგელია ევროპის საუკეთესო ფორვარდია. მძიმე, დამრტყმელი, სწრაფი, მიმწოლი, გამოცდილი. გავაგრძელოთ? არ ღირს, ალბათ.

თორნიკე შენგელიაა რეალს მოსწონს. თოკო ცსკა-ს მოსწონს. და, ვის არ მოსწონს?

იდეაში, ალბათ, ყველას.

უბრალოდ, თოკოს ბასკონიასთან მოქმედი კონტრაქტი აქვს და ბასკონიაში ის ღმერთია.

რეალში ღმერთები არ უყვართ. რეალში სერხიო ლულიც ჯარისკაცია. სხვაზე მეტუფლებიანი, მაგრამ - მხოლოდ ჯარისკაცი.

ცსკა-ში ღმერთობა მოსულა, მაგრამ გუნდიდან წასული კაილ ჰაინსის ადგილი კლუბმა უკვე შეავსო. რუსულმა გრანდმა ნიკოლა მილუტინოვი დაიკონტრაქტა. 3 წლით. ბოლო 5 სეზონი მილუტინოვი ოლიმპიაკოსში მუშაობდა. კარგად მუშაობდა.

და, პლიუს, ცსკამ სამი წლით მაიკ ჯეიმსი დაიტოვა, რაც კლუბს ძალიან დიდი კუში დაუჯდა. ჯეიმსი იქ ხელშეუხებელი გახდა. ჯეიმსი იქ გენერაციული მოთამაშე უნდა გახდეს. და, ცსკა წელს ბიუჯეტურად დაკომპლექტდება.

რეალში მაღლების დეფიციტი არ არის.

რეალს ჰყავს უნივერსალი ენტონი რენდოლფი, რომელიც უყვარს მთავარ მწვრთნელს, სენიორ ლასოს.

რეალს ჰყავს მოხუცი ფელიპე რეიესი, რომელიც უკვე დადის, მაგრამ - ესპანელია, გამოცდილია და ხელშეუხებელია.

რეალს ჰყავს გაბრიელ დეკი, რომელიც სწრაფი ხუთეულით თამაშის დროს ადიოდა მეოთხე ნომერზე და ტემპს არ აგდებდა.

თორნიკემ შეიძლება ყველაფერი შეცვალოს და ერთი-ერთზე, შენგელია რეალის ყველა მაღალზე მაგარია. ბევრად მაგარი.

უბრალოდ, არ მგონია, რომ თოკომ ბასკონიაში ხელშეუხებლის სტატუსი შემცირებულ დროზე და საჩემპიონო ამბიციებზე გაცვალოს. მართლა არ მგონია. და, წერით წერონ, რა პრობლემაა.  

ჩვენ, დაველოდოთ მაინც.