ევროპის ჩემპიონატი ნოემბრის ბოლოს გაიმართება

ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ მხატვრულ ტანვარჯიშში მომავალი წლის მსოფლიოს თასის ეტაპების თარიღები დაადგინა. აღსანიშნავია, რომ ამ შეჯიბრებების შედეგების მიხედვით სამი მხატვრვრული ტანმოვარჯიშე ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიას მიიღებს.

 

კიდევ ერთი ლიცენზია კი, სავარაუდოდ წლეულს გათამაშდება. ევროპის ჩემპიონატი უკრაინის დედაქალაქ კიევში მაისის ბოლო დეკადაში უნდა გამართულიყო, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო. ევროპის ტანვარჯიშის ფედერაციამ ჩემპიონატის გამართვის ახალი თარიღი გამოაცხადა. ის ისევ კიევში 26-29 ნოემბერს გაიმართება. ცხადია, მხედველობაში იქნება მიღებული თუ რა მდგომარეობა იქნება კორონავირუსთან დაკავშირებით. თუ ვითარება არ გამოსწორდ, ევროპის ტანვარჯიშის ფედერაცია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

მსოფლიოს თასის ეტაპები

 

09-11.04. 2021

სოფია, ბულგარეთი

 

16-18.04. 2021

ტაშკენტი, უზბეკეთი

 

07-09.05. 2021

ბაქო, აზერბაიჯანი

 

11-13.06. 2021

პეზარო, იტალია