NBA იწყება!

სეზონი 31 ივლისს, ორლანდოს Disney World-ში განახლდება და მასში მონაწილეობას 22 გუნდი მიიღებს.

ლიგის მმართველებმა დახურულ კრებაზე ჩაატარეს კენჭისყრა და ხმათა უმრავლესობით (29:1) დაამტკიცეს რეგულარულის გაგრძელების გეგმა.

ფლეი ოფის ზონაში მყოფი 16 გუნდის გარდა, სეზონის დარჩენილ ნაწილს დახურავენ ნიუ ორლეანი, პორტლენდი, ფინიქსი, საკრამენტო, სან ანტონიო და ვაშინგტონი.

ყველა გუნდი ჩაატარებს 8-8 მატჩს და ამის შემდეგ, მივიღებთ სატურნირო ცხრილის საბოლოო ვარიანტს. ბუნებრივია, გუნდებს მანამდე ნაჩვენები შედეგები ჩაეთვლებათ.

იმ შემთხვევაში, თუ მერვე და მეცხრე ადგილებს შორის სხვაობა 4 მოგებაზე ნაკლები იქნება, ჩატარდება დამატებითი საკვალიფიკაციო ტურნირი.

ფლეი ოფში გასასვლელად, მერვე ადგილმა უნდა მოიგოს 1, და მეცხრე ადგილმა - 2 თამაში.

სეზონი, რომელიც მარტში შეწყდა, 12 ოქტომბერს დაიხურება.

30 ივნისს გაიხსნება გუნდების ბანაკები და 7 ივლისს ყველა კლუბი ორლანდოში გამოცხადდება.

ლიგის კომისრის, ადამ სილვერის თქმით, შემდეგი სეზონი 1 დეკემბერს დაიწყება.

მანამდე, 15 ან 20 აგვისტოს გაიმართება დრაფტი.

მოკლედ, ბოსებმა მშვენიერი გადაწყვეტილება მიიღეს.

სპორტში მუღამი ბრუნდება.

ლებრონები, ლეონარდები და დიურანტები ნავახებს ალესავენ და სეზონი განახლდება!