შაკი და კობი

ლეიკერსი დომინირებდა. 2000-2002 წლებში ამ მანქანამ ყველა დამარხა, ყველა ძვლებში დაამტვრია, ყველას ოცნება წაართვა.

და, იყო ერთი სერია, როდესაც ლეიკერსი ახლოს იყო წაგებასთან. რეალურად, ასეთი სერია 2 იყო (საკრამენტოსთან 2002 წლის ჩეხვაც თემაა), მაგრამ დღეს ვიხსენებთ იმ, დაუნდობელ გარჩევას პორტლენდთან.

2000. ლეიკერსის პირველი საჩემპიონო სეზონი. გუნდი ცდილობს შეტევაში ფილ ჯექსონის საყვარელი სამკუთხედის ამუშავებას. შაკილ ო’ნილს და კობი ბრაიანტს ეხმარება სოლიდური სნაიპერი გლენ რაისი. და, ლეიკერსი იგებს.

და, იწყება სერია პორტლენდთან, რომელიც იმ სეზონში ძალიან კარგი იყო. პორტლენდი, რომელსაც ჰყავს ბევრი გამოცდილი მოთამაშე.

შაკილ ონ’ილი: წავიყვანეთ 3:1, მაგრამ პორტლენდმა გაათანაბრა ანგარიში. ვემზადებოდით სერიის 5 მატჩში მოსაგებად და მივიღეთ დაძაბული სერია, სადაც შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. იცით? პორტლენდი იყო იმ სეზონში ერთადერთი გუნდი, რომელსაც ჩვენი არ ეშინოდა.

და, პორტლენდმა აკრიფა.

შაკი მართალია. პორტლენდისთვის ლეიკერსი არ იყო ავტორიტეტი. პორტლენდში ექვსგზის ჩემპიონი სკოტი პიპენი ალაგებდა სიტუაციას. პორტლენდი მზად იყო სენსაციისთვის.

და, მეშვიდე თამაშის ბოლო მეოთხედის დაწყებამდე პორტლენდი ლოს ანჯელესში 13 ქულას იგებდა.

შაკილ ო’ნილი: რაშიდ უოლასმა (30 ქულა) ყველაფერი ჩააგდო. და, ის პორტლენდი ფინალსაც მოიგებდა. უბრალოდ, ჩვენ პორტლენდი ფინალში არ გავუშვით. და, იცით? ბოლო მეოთხედის დაწყებამდე შემეშინდა. მე და კობის უკვე დაძაბული ურთიერთობა გვაქვს და როდესაც ლიდერები კონფლიქტობენ, ამას მთელი გუნდი გრძნობს. ჩვენ დავაღალატეთ დანარჩენები და უკან დასახევი გზა არ გვაქვს. ან, გადიხარ მოედანზე და იგებ ამ დედამ...ნულ მეოთხედს, ან, დაისვენებ შემდეგ სეზონამდე.

შაკმა იმ მატჩში მხოლოდ 18 ქულა (9 მოხსნა, 5 პასი) აკრიფა და კობიმ - 25, 11 მოხსნა, 7 პასი და 4 დაფარება. დანარჩენებიც ცდილობდნენ, მაგრამ თამაში მაინც ლიდერებს უნდა წამოეღოთ. უბრალოდ, ლეიკერსი ფინალში რაისის (11), რობერტ ორის (12, 7 მოხსნა) და ბრაიან შოს (11) კარგი ყომარის გარეშე ვერ შევიდოდა.

შაკილ ო’ნილი: საკუთარ თავს არ ვგავდი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ აქ დათმობა არ შეიძლებოდა. ვიგებდი პოზიციას ფართან, კობის ვეუბნებოდი, მე გახსნილი ვარ და ის მპასუხობდა - კარგი, კარგი, ვხედავ. და, შედეგი? პასს მაინც არ მაძლევდა და თვითონ უტევდა. ერთ ეპიზოდში, მან აუარა გვერდი სკოტის, გაუშვა ბურთი და როგორც აღმოჩნდა, ეს არ იყო სროლა, მან პასი გამიკეთა. ავიწიე, დავიჭირე ბურთი და ჩავაგდე. ამ ეპიზოდმა შეცვალა მატჩი. ჩვენ მოვიგეთ.

89:84. და, ლეიკერსი ფინალში ინდიანას მოუგებს. 4:2.

ერთი წლის შემდეგ ლეიკერსი და პორტლენდი კიდევ ერთხელ შეხვდებიან ფლეი ოფში. იმ სერიაში შაკმა სწრაფად მოაგვარა ყველაფერი. პირველი წრე, 3:0 და სრული დომინაცია.

მანამდე, ლეიკერსი გადარჩა.