პორტუს მადლობა

პორტუგალიის ჩემპიონატის ლიდერის, პორტუს ფეხბურთელები 25-ე ტურის მატჩში, ფამალიკაოს წინააღმდეგ, მაისურებზე საგანგებო წარწერებით გამოვიდნენ, რომლებზეც ექიმებისადმი მიძღვნილი მადლობა ეწერა. ზურგზე მათ სპონსორის, პორტუგალიური ლუდსახარშის, Super Bock-ის ნაცვლად Super Doc ეწერათ. ასევე  მაისურებს ექიმების ხელმოწერები ამშვენებდა.

ეს პორტუგალიის ჩემპიონატის პირველი დღის მატჩი გახდათ ბოლო სამი თვის შემდეგ. მიზეზი კორონავირუსის მიზეზით გაჩენილი პაუზა იყო.

პორტუ 2:1 დამარცხდა ფამალიკაოსთან, თუმცა ლიდერობა მაინც შეინარჩუნა