მეჯიქი და ლარი

1979/1980. NBA ოფიციალურად გადარჩა. სპონსორებმა გაკლოტრებულ ლიგას ბევრი მილიონი აჩუქეს, გულშემატკივარი დაბრუნდა დარბაზში და ლიგამ მხრები გაშალა.

მიზეზი? ლიგამ ორი ახალგაზრდა მიიღო.

ჯადოქარი საოცარი პასით და უფრო საოცარი ღიმილით. მეჯიქ ჯონსონი.

თეთრი გენიოსი, რომელიც მარტორქაზე მაგრად გაწვებოდა და თავს არავის არ უხრიდა. ლარი ბერდი.

იმ სეზონში ლარი საუკეთესო ახალბედა გახდა.

იმ სეზონში მეჯიქი ლეიკერსთან ერთად ჩემპიონი გახდა.

ლარი საშუალოდ 21.3 ქულას, 10.4 მოხსნას, 4.5 პასს და 1.7 ჩაჭრას აგროვებს. კლასიკა. ბოსტონი - 61:21, პირველი ადგილი აღმოსავლეთში.

მეჯიქი - 18.0 ქულა, 7.7 მოხსნა, 7.3 პასი, 2.4 ჩაჭრა. ლეიკერსი - 60:22, I ადგილი დასავლეთში.

ლარის პირველი ჩეხვა - 12 ოქტომბერი, ბოსტონში ჰიუსტონთან, 114:106. ბერდი - 14, 10 მოხსნა, 5 პასი. 28 წუთში.

მეჯიქის დებიუტი - 12 ოქტომბერს, ლოს ანჯელესში, კლიპერსთან, 103:102. მეჯიქი - 26, 8 მოხსნა, 4 პასი, 4 დაფარება, 1 ჩაჭრა. დაგლიჯა.

იმ სეზონში მეჯიქმა რეგულარულის ორივე გარჩევა მოიგო და იმ სეზონში ლეიკერსი უკეთესი, უფრო ღრმა, უფრო სანდო იყო.

ფლეი ოფში ბოსტონი კონფერენციის ფინალში აგებს ფილადელფიასთან 1:4 და ამ ფილადელფიამ ფინალში ვერ გადაუჯოკრა ლეიკერსს, 2:4.

ზღაპარი დაიწყო.

დიდების ზღაპარი.