პედრო და იტალია მომწიფდა

ჩელსის ფორვარდი პედრო როდრიგესი სავარაუდოდ მალე რომას მაისურს მოირგებს. იტალიელი ტაბლოიდები ირწმუნებიან, რომ ჯალოროსი ფეხბურთელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, როდრიგესი მალე რომში გადაბარგდება. აღსანიშნავია, რომ ესპანელს ჩელსისთან ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და რომას მის სანაცვლოდ ფულის გადახდა არ მოუწევს. 

 

რომას გარდა პედროთი კიდევ რამდენიმე გუნდი ინტერესდება. მისი გადაბირება ვალენსიას, ბეტისს, სევილიას, მილანს და იუვენტუსსაც სურთ. გარდა ამისა შემოთავაზებები არაევროპული ქვეყნებიდანაც აქვს. 

 

პედრო ჩელსიში 2015 წელს ბარსელონადან გადავიდა. არისტოკრატებთან ერთად მან ევროპა ლიგა, პრემიერლიგა, ინგლისის თასი და ინგლისის ლიგის თასი მოიგო. 32 წლის ფორვარდმა ამ სეზონში 18 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.