UFC - ცნობილია "მებრძოლთა კუნძულის" ადგილმდებარეობა

"მებრძოლთა კუნძული", რომელზეც UFC-ის ტურნირი უნდა გაიმართოს, აბუ-დაბიში მდებარეობს.



არაბთა გაერთიანებული საამიროს დედაქალაქს 200-ზე მეტი კუნძული ეკუთვნის. როგორც ცნობილი გახდა, UFC-მ ერთ-ერთი დაიქირავა.



ამ კუნძულზე პირველი ტურნირი 27 ივნისს ჩატარდება.



აღსანიშნავია, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროში ჩასულ პირებს 2-კვირიანი კარანტინის გავლა არ მოუწევთ. აბუ-დაბიში ჩაფრენისთანავე უსაფრთხოების მიზნით სპორტსმენებს მხოლოდ კორონავირუსის ტესტს ჩაუტარებენ, რომლის პასუხსაც ისინი თვითიზოლაციის პირობებში შეიტყობენ.



შეგახსენებთ, ბოლო ტურნირი (UFC 242) აბუ-დაბიში გასული წლის 7 სექტემბერს გაიმართა. ამ შეჯიბრის მთავარ დაპირისპირებაში ხაბიბ ნურმაგომედოვმა დასტინ პორიე დაამარცხა.