ნეიმარი ბარსელონას: წამიყვანეთ!

რას ნანობს ბრაზილიელი ვარსკვლავი?

კატალონიური რადიოს ცნობით, ბარსელონა პარიზიდან ნეიმარის დასაბრუნებლად ემზადება. 

 

ანდრე კიური, ბარსელონას სატრანსფერო პოლიტიკის ხელმძღვანელის თანაშემწე, თურმე, შობამდე ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტ პინი ზაჰავის შეხვდა და პსჟ-დან ფეხბურთელის ბარსაში დაბრუნების რამდენიმე ვარიანტი განიხილა.

 

 

კიურის,  ასევე მოლპარაკება ჰქონდა ალვარო კოსტასთან, ნეიმარის უახლოეს მეგობართან, ვისაც სატრანსფერო ამბებშიც ეთქმის წონიანი სიტყვა.

 

რადიოს შემდეგ ნეიმარის საკითხი სხვა ესპანურმა მედია საშუალებებმაც აიტაცეს და დაამატეს, რომ ფეხბურთელი ბარსელონაში დასაბრუნებლად თავად არის მოწადინებული. შინაურებში კი სულ უფრო ხშირად ამბობს, პსჟ-ში გადასვლა შეცდომა იყოო.