საუკუნის ხალხი

 

ესპანურმა მარკამ 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი დაასახელა. აბა, სხვას ვის უნდა რგებოდა პირველობა, თუ არა ამერიკელ მოცურავე მაიკლ ფელფსს, ვინაც ოლიმპიადებზე 23 ოქროს მედალი მოიპოვა. მეორეობაც ოლიმპიურ გმირს ერგო: იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა უმთავრეს სპორტულ ასპარეზობებზე 8-ჯერ იპირველა. მესამეა ჩოგბურთის ლეგენდა, დიდი სლემის ტურნირების 20-გზის ტრიუმფატორი როჯერ ფედერერი.
ათეულში შემდეგი სპორტსმენები მოხვდნენ:
4. რაფაელ ნადალი (ჩოგბურთი)
5. კობი ბრაიანტი (კალათბურთი)
6. ტაიგერ ვუდსი (გოლფი)
7. ლიონელ მესი (ფეხბურთი)
8. ლუის ჰემილტონი (ავტორბოლა)
9. ვალენტინო როსი (მოტორბოლა)
10. კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი)

 

Brandel Chamblee compares Tiger Woods to