მერაბ დვალიშვილმა ზედიზედ მეოთხე ბრძოლა მოიგო

UFC-ს ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა ზედიზედ მეოთხე ბრძოლა მოიგო. ჩვენი თანამემამულე გუსტავო ლოპესს შეხვდა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. 

 

თავიდან ცნობილი იყო, რომ დვალიშვილის მეტოქე რეი ბორგი უნდა ყოფილიყო, თუმცა ამერიკელმა პირადი პრობლემების გამო ჩხუბზე უარი განაცხადა და ოჯახთან ყოფნა არჩია. 

 

რაც შეეხება დვალიშვილის და ლოპესის დაპირისპირებას, მერაბი სამივე რაუნდში დამაჯერებლად დომინირებდა მეტოქეზე და გდებების მორიგი რეკორდი (13) დაამყარა. ჩვენებურმა მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით დაამარცხა ლოპესი. 

 

როგორც უკვე გითხარით, ქართველი სპორტსმენი უკვე ზედიზედ 4 მოგებით იწონებს თავს. ბრძოლის შემდეგ UFC-ს მესვეურებს მან შემდეგი ღონისძიების საქართველოში ჩატარება სთხოვა და მომდევნო დაპირისპირებისთვის შერეული ორთაბრძოლების ახალგაზრდა ვარსკვლავი შონ ომაილი გამოიწვია.