სანაძემ პოლონეთს მიაშურა

პოლონურ უმაღლეს ლიგაში 16 გუნდია, “როსა რადომს” კი 14 ტურის შემდეგ 5 გამარჯვება აქვს და მე-11 ადგილზე იმყოფება

დუდა სანაძე კარიერას პოლონეთის უმაღლესლიგურ კლუბ “როსა რადომში” გააგრძელებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მსროლელს წინა სეზონის უმეტესი ნაწილი ტრავმისა და ნაოპერაციევი ფეხის გამო გაუცდა, ხოლო მიმდინარე სეზონში 1 თვე ესპანურ “დელტეკოში” გაატარა.

 

ამ კლუბმა ფინანსური პრობლემების გამო სანაძეს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე ვერ გაუხანგრძლივა და დუდამ დაახლოებით თვენახევარი უკლუბოდ გაატარა, შემდეგ კი მან კონტრაქტი პოლონურ “როსა რადომთან” გააფორმა, რომელიც წინა სეზონში ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგაში თამაშობდა, თუმცა წლეულს შიდაჩემპიონატის პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვის.