მოუმზადებელი პრემიერლიგა

 

 

 

 

 

 

 

პრემიერლიგა განახლდა, მაგრამ თითქოს არ ელოდნენო, მზად არ აღმოჩდნენ არც მოთამაშეები, არც მსაჯები და არც ტექნიკა. 

პირველი მატჩი ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, უგოლოდ დამთავრდა. ასტონ ვილამ და შეფილდ იუნაიტედმა ერთმანეთს ვერ გაუტანეს. თუმცა, ერთი ნაღდი გოლი გავიდა, რომელიც არ ჩათვალეს. სტუმარმა ნორვუდმა საჯარიმოს გარედან ჩააწოდა, მასპინძელთა მეკარე ნიულანმა უხეიროდ ითამაშა და ბურთი უკვე ხაზს უკან დაიჭირა. დაიჭირა და ძელთან დააფიქსირა. ავტომატურმა სისტემა HawkEye , რომელიც მსაჯებს აცნობებს, რომ ბურთმა ხაზი გადაკვეთა, არ იმუშავა, უვარგისი გამოდგა.

 

 

მალევე სისტემის წარმომადგენლებმა BBC-ს ეთერში ბოდიში მოიხადეს და დასძინეს, აპარატურა წყობიდან გამოვიდაო.

ამ ეპიზოდს თანამსაჯი და მთავარი არბიტრიც უცქერდნენ, მაგრამ საკუთარი თვალების მაგიერ ტექნიკას ენდნენ.

თუ სატურნირო მდგომარეობას გავითვალისწინებთ, ეს გოლი შეფილდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გუნდი ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად იბრძვის და ყოველ ქულას მისთვის ოქროს ფასი აქვს. ახლა შეფილდელებს უშუალო კონკურენტებთან მოუწევთ შეხვედრა და აუტსაიდერთან ქულების დაკარგვა, ცხადია, დრამატული შემთხვევაა.მეორე მატჩს უფრო ხმაურიანი აფიშა ჰქონდა: მანჩესტერ სიტი - არსენალი, ეს ყოველთვის საიტერესოა. ახლა კი მით უმეტეს, მეთოფეთა ახალი დამრიგებელი, არტეტა ხომ გვარდიოლას მოსწავლეა.

არსენალის ფეხბურთელები ბრძოლისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. უპირველესად ფიზიურად. აბა, სხვა შემთხვევაში, როგორ უნდა აიხსნას, რომ პირველ ტაიმში მათმა ორმა ფეხბურთელმა მიიღო კუნთის ტრავმა. მე-6 წუთზე ჯაკა გიტანეს მინდვრიდან საკაცით, გენდუზისთან შეჯახების შემდეგ. 15 წუთის შემდეგ კი მარიმ მოითხოვა შეცვლა და მინდორზე დავიდ ლუისი გამოჩნდა.

 

 

როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ჯობდა ბრაზილიელი საერთოდ არ გასულიყო მინდორზე და მეთოფეებს თამაში კაცნაკლულებს გაეგრძელებინათ. ლუისი აშკარად არ აღმოჩნდა მზად შეხვედრისთვის. თავიდან მან საკუთარ კარში გოლი გამოიგონა, დე ბრუინს სტერლინგი მეკარეთან პირისპირ გჰყავდა, მაგრამ ბურთს ჯერ ლუისი უნდა გაევლო. დავიდმა ივაჟკაცა, რაღაც სასწაული მოძრაობა გააკეთა და სტერლინგი მეკარეს შეატოვა.თუმცა, შემდეგი შეცდომა უარესი გამოდგა. მან ვერ წაიკითხა მაჰრეზის მოძრაობა და ორთაბრძოლა წააგო, არადა, თავიდან სწორ პოზიციას იკავებდა. გამოეკიდა მაჰრეზს, შედეგად პენალტიც და წითელი ბარათიც „აიკიდა.“

ლუისის ციფრები ასეთია: 25 წუთი მინდორზე, 24 პასი, შედეგიანი შეცდომა, დამნაშავე პენალტში და გაძევება.მატჩის შემდეგ, ლუისმა მარცხზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღი: „ჩემი ბრალია. გუნდი კარგად თამაშობდა. მით უმეტეს, რიცხობრივ უმცირესბაში. ყველაფერი ჩემი კონტრაქტის მიზეზით ხდება, ბოლო ორი თვეა გაურკვევლობაში ვარ, არ ვიცი, კლუბში დავრჩები თუ არა. თუმცა, მიყვარს აქაურობა და ვარჯიშს ვაგრძელებ,“ - თქვა ლუისმა.

 

 

ერთადერთი, რამაც ამ მატჩში ნორმალურად ჩაიარა, რასიზმის წინააღმდეგ აქცია გახლდათ. ფეხბურთელებმა და მსჯებმა პატივისცემის ნიშნად ერთ მუხლზე ჩაიმუხლეს, მაისურებზე კი ყველას სლოგანი Black Lives Matter  ეწერა.

სიტიმ დამსახურებულად გაიმარჯვა 3:0.

დღეს პრემიერლიგაში მორიგი ტური იწყება: ჟოზე მოურინიუს ტოტენჰემი მანჩესტერს უმასპინძლებს, ნორვიჩი კი საუთჰემპტონს დაუხვდება.