გია ტუხაშვილი: ფედერერი, მარადონა და მესი

ჩვენი კოლეგა გია ტუხაშვილი ქართული ფეხბურთის კლასიკას, არაკლასიკას, ნებისიმიერ ინფორმაციას უფრთხილდება და თუ ამ თემაზე პროფის პასუხი და აზრი გაინტერესებთ, ეგრევე ზარი მეგობართან - გიასთან.

საქართველოს (ერთ-ერთი) წლის საუკეთესო ჟურნალისტი დღეს სამ საყვარელ სპორტსმენზე საუბრობს.

ჩენი კარგი მეგობარი აქ უტყუარ რეცეპტს აწვება.

 

დიეგო მარადონა (იყო მეფე ნეაპოლში, ცელქობდა ბურთით და ბურთის გარეშე).

გია ტუხაშვილი: დიეგო უდიდესია. ფეხბურთში დაუსრულებლად იქნება დისკუსია მარადონა თუ პელე, მაგრამ ორივეს თავისი ძალიან ბევრი დადებითი მხარე ჰქონდა. მარადონამ მოიგო 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, 4 წლის შემდეგ ითამაშა ფინალი და იმ ტურნირზეც ძალიან მაგარი იყო. 1982-ში ჯენტილეს უხეშობამ არგენტინას და მარადონას მნიშვნელოვანი ტურნირი წაართვა. კი, იქ ბრაზილიასთან თამაშიც რჩებოდა, მაგრამ მეორე ეტაპი იტალიით დაიწყო... 1994-შ დიეგო საოცარ ფორმაში იყო. და, დიეგო ჩაგდებული ტესტის გამო მოტეხეს. სიმართლეს არავინ არ გვეტყვის. ჩვენ გავიგეთ მხოლოდ ის, რაც გვითხრეს. და, მარადონა, არგენტინა მოკლეს. დიეგოსთან ერთად არგენტინა ჩემპიონობის ერთ-ერთი ფავორიტი იყო.

 

როჯერ ფედერერი (არის საუკეთესო, არ დადის ქალებში, მაგარი მოსაწყენი ტიპია).

გია ტუხაშვილი: ფედერერი ჩემთვის არის ჩოგბურთი. უბრალოდ, ვუყურებ და სიამოვნებას ვიღებ. და, ჩვენზე, გულშემატკივრებზე დიდ სიამოვნებას ყოველთვის ფედერერი იღებს. საოცარი სპორტსმენია.

 

ლეო მესი (არ უხდება სვირინგები. უხდება ბურთი. ფეხებში. ფეხბურთის მოცარტი).

გია ტუხაშვილი: მესი ფეხბურთს ყველაზე მაგრად თამაშობს. დღეს, გუშინ, ხვალ - ყოველთვის ყველაზე მაგრად ითამაშებს. გემოვნებიანი, დახვეწილი ფეხბურთელი, რომელიც ჩემი აზრით, ყველას მოსწონს, ყველა თავს უხრის მის ნიჭს, სიდიადეს.

 

ფოტოზე: გია და დიდი კაპიტანი, ალექსანდრე ჩივაძე ამინდის ცვალებადობაზე საუბრობენ