ტაისონი: UFC კრივზე პოპულარულია, თუმცა...

ლეგენდარულმა მოკრივემ და მსოფლიო ჩემპიონმა, მაიკ ტაისონმა UFC-სა და კრივის მებრძოლების შემოსავლები შეადარა.

 

"გასაგებია, რომ UFC კრივზე პოპულარული სპორტია, თუმცა UFC-ის მებრძოლი მოკრივეზე მდიდარი ვერასდროს გახდება. 

 

100 მილიონი დოლარის საშოვნელად, კონორს მეივეზერთან ჩხუბი დასჭირდა. 

 

ფულის შოვნა ჯონ ჯონსსაც თუ უნდა, მე უნდა მეჩხუბოს," - თქვა რკინის მაიკმა.