ტოტენჰემმა ერიქსენი შეაფასა

რეალს ასტრონომიულ თანხას სთხოვენ

უკვე კარგა ხანია, რაც მადრიდის რეალს ტოტენჰემიდან კრისტიან ერიქსენის გადაბირება სურს. ბლანკოსის მესვეურების მიზანი შეტევის გაძლიერებაა და დანიელი შემტევი მათი ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. გეტყვით იმასაც, რომ ესპანელები მას ლუკა მოდრიჩის შემცვლელად მიიჩნევენ.

 

AS-ის ინფორმაციით, ტოტენჰემმა 26 წლის ფეხბურთელი 225 მილიონ ფუნტად შეაფასა. ერიქსენი ბოლო რამდენიმე სეზონია, რაც ტოტენჰემის ლიდერი და პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. აქედან გამომდინარე არ უნდა გვიკვირდეს, რომ კრისტიანი ამ თანხად შეაფასეს. ცნობისთვის, მისი გადაბირება კატალონიის ბარსელონას მესვეურებსაც უნდათ.

 

რაც შეეხება რეალს, გუნდმა ბრაჰიმ დიასი უკვე დაიმატა. ცნობილია, რომ ესპანელებს ედენ აზარის, მაურო იკარდისა და მარკუს რაშფორდის გადაბირებაც აქვთ მოწადინებული.




ტოტენჰემმა ნდომბელეს მოსაპოვებლად უშეღავათო ბრძოლა მოიგო, სადაც მათ მანჩესტერ იუნაიტედი, მანჩესტერ სიტი და იუვენტუსი დაამარცხეს.

sky sports-ზე დაყრდნობით, 22 წლის ნახევარმცველი ჩემპიონითა ლიგის ვიცე-ჩემპიონის რიგებში გადასვლასთან ახლოსაა.