ჯოკოვიჩს კორონა დაუდასტურდა

ბევრი კი იძახა, კორონავირუსზე ტესტს არ გავიკეთებო, მაგრამ მის ირგვლივ იმდენი ჩოგბურთელი დაინფიცირდა, იძულებული გახდა და ტესტის პასუხიც დადებითია - მსოფლიოს N 1 ჩოგან ნოვაკ ჯოკოვიჩს kovid 19 აღმოაჩნდა.

ანალიზები კორონავირუსზე ნოვაკ ჯოკოვიჩის მეუღლემ და ბავშვებმაც ჩააბარეს – ინფიცირებული მხოლოდ ცოლია.

შეგახსენებთ, ჯოკოვიჩის მიერ ორგანიზებულ Adria Tour-ზე კორონავირუსი დაუდგინდათ გრიგორი დიმიტროვს, ბორნა ჩორიჩსა და ვასილი ტროიცკის.

 

Novak Djokovic sets up Adria Tour final against Andrey Rublev in ...

 

„ჩვენ ტურნირის ორგანიზება მაშინ გადავწყვიტეთ, როდესაც ვირუსი გაქრობისკენ მიდიოდა. დარწმუნებული ვიყავით, რომ არის საშუალება, რათა ტურნირი ჩაგვეტარებინა. სამწუხაროდ, ვირუსი არ გამქრალა. ეს რეალობაა, რომელთან შეგუება მოგვიწევს.

ვწუხვარ ყველა ცალკეულ დაინფიცირებულ შემთხვევაზე. იმედი მაქვს, ეს ფაქტი არავის ჯანმრთელობას საფრთხეს არ შეუქმნის. 14 დღით თვითიზოლაციაში მივდივარ, ხოლო 5 დღის შემდეგ კიდევ გავიკეთებ ტესტირებას“, – აცხადებს ნოლე.