თელავი - ფავორიტების კერკეტი კაკალი

საქართველოს ჩემპიონატი განახლდა. კორონავირუსის პანდემიის გამო გუნდებს 3 თვეზე მეტ ხნიანი  იძულებითი შესვენება გამოუვიდათ და დღეს ელიგა განახლდა. ქვეყნის პირველობა 25 ივნისს ფავორიტთა მატჩით დაბრუნდა. თბილისის დინამო მიხეილ მესხის სახელობის არენაზე საბურთალოს ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. ანგარიში გიორგი კუციამ მშვენიერი ჯარიმით გახსნა, მეორე გოლი თორნიკე კაპანაძემ გაიტანა, მატჩს კი წერტილი დინამოს კიდევ ერთმა ახალწვეულმა ირაკლი ბუღრიძემ დაუსვა. 

 

დინამო 5 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო ტურში გათამაშების ლიდერ ლოკომოტივს მიიღებს, საბურთალო კი 4 ქულით მე-4 პოზიციაზეა და შემდეგ შეხვედრაში ბათუმის დინამოს ესტუმრება. 

 

ტურის მეორე მატჩში ბათუმის დინამომ დებიუტანტი თელავი მიიღო. მასპინძლები მალევე დაწინაურდნენ, პირველივე წუთზე თავი ჯოვინო ფლამარიონიმ გამოიჩინა. თელავმა ანგარიში მეორე ნახევარში გაათანაბრა. თავი ლაშა კოხრეიძემ გამოიჩინა. 

 

აღსანიშნავია, რომ თელავმა, საწყისი 3-დან 2 მატჩი ჩემპიონატის ფავორიტებთან გამართა და ორივესთან ქულა აიღო. ჯერ თბილისის დინამოსთან ითამაშა ნულოვანი ფრე, მე-3 ტურში კი ბათუმში 1:! ითამაშა.

 

ბათუმელებს 3 ქულა აქვთ და მე-5 ადგილზე არიან, შემდეგ ტურში გეგუჩაძის შეგირდები საბურთალოს მიიღებენ, რაც შეხება თელავს, გუნდი 3 ქულით მე-6 პოზიციაზეა და მომდევნო მატჩს შინ სამტრედიას წინააღმდეგ ჩაატარებს. 

 

მე-3 ტურის დარჩენილ 3 შეხვედრაში ლოკომოტივი მერანს უმასპინძლებს, დილა სამტრედიას, ტორპედო კი ჩიხურას.

 

ფოტო: ეროვნული ლიგის ოფიციალური საიტი