რობენი ფეხბურთს დაუბრუნდა

ლეგენდარული ნიდერლანდელი შემტევი, არიენ რობენი ფეხბურთს დაუბრუნდა. 2019 წლის ბოლოს, ის ბაიერნს დაემშვიდობა და თქვა, რომ სპორტიდან წავიდა, თუმცა, ბურთის გარეშე ერთი წელიც ვერ გაძლო და კონტრაქტს ხელი მშობლიურ გრონინგენთან მოაწერა. ის, ამ კლუბის აკადემიაში 1996-დან 2000 წლამდე, ხოლო ძირითად გუნდში 2000-დან 2002 წლამდე თამაშობდა.

 

რობენმა საუკეთესო წლები მიუნხენის ბაიერნში გაატარა, სადაც, 2012-13 წლების სეზონში, "ტრებლის" მოგება მოახერხა. ის, ასევე, პსვ-ს, ჩელსისა და რეალის ღირსებასაც იცავდა.