მიხეილ ჭოჭუა და ის სროლა

კარგი სროლით კარგი მსროლელი ნებისმიერ გუნდს პრობლემებს შეუქმნის. და, თუ ეს მსროლელი დროულად იხსნება და გუნდზე თამაშობს, მისი გუნდი ბევრს იგებს. ბევრს მოიგებს.

მიხეილ ჭოჭუა ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელია. სანდო მეორე ნომერი.

და, ის სროლა, როდესაც მოთამაშე იწევა, ჩერდება ჰაერში და ელეგანტურად უშვებს ბურთს.

სამაგალითო სროლა.

მაგარი რთულია ამ სროლის, ამ დინამიკის დიდი პერიოდით შენარჩუნება. სულ უნდა იმუშავო საკუთარ თავზე. სულ უნდა მოინდომო და არ მიაქციო ყურადღება ასაკს. ეს რთული და ეს შესრულებადია. მთავარია, მიღწეულით არ დაკმაყოფილდე და მოინდომო.

როდესაც რეგულარულად ხარ საქართველოს ნაკრების გაფართოებულ სიაში, ესე იგი, იმ სროლის გარდა სხვა კომპონენტებშიც ქაჩავ, მოსწონხარ ნაკრების მწვრთნელებს.

და, ამ მხრივ ჭოჭუას ნიჭს, მის უნარებს და პოტენციალს არა მხოლოდ ნაკრების მწვრთნელები აფასებენ. ეს ჩანს. ეს ფაქტია.

მიხეილ ჭოჭუას აქვს დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო აწევა, პაუზა და სროლა.

სტატისტიკა კლავს მოთამაშეს და მაგარი სასიამოვნოა, რომ მიშა არასოდეს არ ყოფილა პირად სტატისტიკაზე შეყვარებული მსროლელი. და, საქართველოში ასეთები გვყავდა. თან, საკმაოდ ბევრი.

ჩემპიონი, რომელიც ჩემპიონი გუნდის უცვლელი წევრი და მწვრთნელისთვის სანდო იარაღი იყო.

ბოლო სეზონში მიშამ მშვიდად, აკადემიურად აკრიფა საშუალოდ 12 ქულაზე მეტი და კაქტუსის ლიდერი იყო.

იმედი მაქვს, რომ ეს დახვეწილი ვეტერანი ჯერ არ წავა. მადლობა კარგი კალათბურთისთვის, მიხეილ.