თორნიკე შენგელია სუპერფინალშია!

ბასკონიამ მძიმე, არასტაბილური სეზონი ფინალით უნდა დახუროს. და, თუ გაქაჩავს, ბასკონია ჯეკპოტს მოხსნის!

თორნიკე შენგელიამ ვალენსიას ვალენსიაში 17 ქულა გლიჯა, 4 მოხსნაც დაირტყა და ბასკონიამ 75:73 დააგდო მოწინააღმდეგე.

და, ეს არაჩვეულებრივი იყო. ბასკონიამ დაგლიჯა.

თოკომ 6 საშუალოდან 4 გამოიყენა.

თოკომ ერთადერთი სამიანი ზუსტად შეასრულა.

თოკო იყო მონსტრი შეტევაში და - ძალიან კარგი დაცვაში.

ბასკონია ფინალში ბარსელონას გაესაუბრება.

და, იქ თორნიკეზე ნიკოლა მიროტიჩი წამოვა. საინტერესო გარჩევა იქნება.

ორ დღეში.

ბრავო, თოკო, გაასწორა!