გუტი იამაყებს - "ფეხბურთს სწორედ ასე ვხედავ"

ესპანიოლთან გამარჯვებით, რეალმა ოქროს ქულები მოიპოვა და ჩემპიონობისთვის, იმ შემთხვევაშიც, თუ ბარსელონამ დარჩენილი ყველა თამაში მოიგო, 1 ფრის უფლება დაიტოვა. 

 

ეს ქულები კარიმ ბენზემას გენიალურ გადაცემას და კაზემიროს გოლს მოჰყვა. ალბათ, როდესაც ეს გოლი ნახეთ, ყველას გუტის პასი გაგახსენდათ, როცა ის შეტევა თავად ფრანგმა დააგვირგვინა. რაზეც არავინ დავობს ის არის, რომ ორივე გოლში, გადაცემა უკეთესია, ვიდრე შესრულება. კაზემირომაც სწორედ ეს აღნიშნა

 

 

"ეს კარიმის გოლია. 

 

ჩვენ მისი სათამაშო ოსტატობის ხარჯზე მოვიგეთ. 

 

გოლი მასთან ერთად ვიზეიმე, რადგან იქ მისი როლი უფრო დიდი იყო. 

 

ბენზემას კლასის შესახებ ყველაფერი ვიცი და იმიტომაც მივყვებოდი, რომ ვიცოდი ბურთი მიპოვნიდა"

 

თამაშის შემდეგ, კომენტარი კარიმმაც გააკეთა

 

 

"ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მთავარი ის არის, ამ გოლმა რაც მოგვიტანა. 

 

კაზემირო შესანიშნავად გაიხსნა.

 

ქუსლით პასი სწორედ ის არის, როგორც ფეხბურთს ვუყურებ. 

 

ვიცოდი, რომ კაზემირო უკან მომყვებოდა," - თქვა ბენზემამ.