ვალვერდე შესაძლოა დაბრუნდეს

ერნესტო ვალვერდემ შესაძლოა ვალენსია ჩაიბაროს. ესპანელი ტაბლოიდები იწერებიან, რომ ბარსელონას ყოფილი დამრიგებელი ვალენსიაში უკვე სახლს ეძებს, რაც ზრდის იმის ალბათობას, რომ იგი ღამურებს ჩაიბარებს. 

 

56 წლის სპეციალისტს ვალენსიაში ადრეც უმუშავია. ესპანურ გუნდს იგი 2012-13 წლების სეზონში წვრთნიდა და მისი შეგირდები ლა ლიგაში მე-5 ადგილზე გავიდნენ. შეგახსენებთ, რომ ვალვერდე ბოლოს ბარსელონაში მუშაობდა, სადაც 2017 წლის ზაფხულში დაინიშნა და გუნდი მიმდინარე წლის დასაწყისში დატოვა. 

 

რაც შეეხება ვალენსიას, გუნდმა ლა ლიგაში ბოლო 4-დან 3 მატჩი წააგო და ხშირად საუბრობენ სელადესის წასვლაზე. ამ მომენტისთვის ვალენსიას 46 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა.