სეტიენს წყალი შეუდგა

ბარსელონას მესვეურები კიკე სეტიენის მუშაობით უკმაყოფილოები არიან და მის გაშვებაზეც ფიქრობენ. ესპანურ მედიაში დაიწერა, რომ გამოცდილი სპეციალისტი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებს პოსტს, თუ გუნდი სეზონს ტიტულით დაასრულებს. 

 

ლა ლიგის დამთავრებამდე 6 ტურით ადრე ბარსელონას 69 ქულა აქვს და ლიდერ რეალს 2 ქულით ჩამორჩება. ჩემპიონთა ლიგის განმეორებით 1/8 ფინალში კატალონიელები ნაპოლის შეხვდებიან. შეგახსენებთ, რომ ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი 1:1 დასრულდა. 

 

საქმეს ისიც ართულებს, რომ ბლაუგრანას ლიდერები 61 წლის სპეციალისტის წინააღმდეგნი არიან. ლეო მესის და ხერარდ პიკეს არ სურთ, რომ გუნდი კვლავ სეტიენმა გაწვრთნას. 

 

სეტიენმა გუნდი წლის დასაწყისში ჩაიბარა და კონტრაქტი 2022 წლის ივნისის ბოლომდე აქვს. ბარსას თავკაცის პოსტზე მან ერნესტო ვალვერდე შეცვალა.