1,5 მილიონი დოლარი არაფერში

არგენტინელმა მწვრთნელმა როდოლფო არუაბარენამ 1,5 მილიონი დოლარი მიიღო ისე, რომ ერთ მატჩშიც კი არ გაუყვანია გუნდი. აი ასე, უთამაშებლად.

 

არუაბარენა არაბეთის გაერთიანებული საემიროების კლუბ ალ-შარჯას მწვრთნელად დანიშნეს, მაგრამ ორ კვირაში ხელმძღვანელობა შეიცვალა და როგორც ხდება, საერთო ენა ვერ გამონახეს. გათავისუფლების სანაცვლოდ კი მწვრთნელს სოლიდური თანხა გადაუხადეს.

 

არუაბარენა მცველი გახლდათ. არგენტინის ნაკრებში თამაშობდა, საუკეთესო სეზონები ვილიარეალში გაატარა.